შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონ იანიშევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კალიში, პოლონეთი. სწავლობდა ქ. კალიშის კლასიკურ გიმნაზიაში, ვარშავის უნივერსიტეტში. 1841 წელს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის გამო მეფის რუსეთის რეჟიმმა გადაასახლა საქართველოში; ცხოვრობდა თბილისში, სადაც ეწეოდა ლიტერატურულ და მუსიკა-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 20 წლის მანძილზე ასწავლიდა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში და აძლევდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი ვიოლინოს ჩამოტანა და ვიოლინოსა და ფორტეპიანოს დაკვრის სწავლება; მისი მოწაფე იყო ა. მიზანდარი (ფორტეპიანო), ქართული საფორტეპიანო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი; თხზულებები: 2 პოლკა ფორტეპიანოსათვის "ტბილისური პოლკა", "მშვენიერი ქართველი ქალი" (1847); თანამშრომლობდა გაზეთ "Кавказ"-თან, აქვეყნებდა ლიტერატურულ სტატიებსა და მუსიკალურ რეცენზიებს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |