The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მუხაძე

გიორგი მუხაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1963  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1916 წელს.

1923-1931წწ. მუშობდა ზაჰესისა და სხვა ობიექტების მშენებლობაზე; 1933-1942წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1928-1961წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის, 1961-1963წწ. მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე; 1946-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სამშენებლო მექანიკის კლასიკურ საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად იგი იყენებდა ანალიზურ და გრაფოსტატიკის ხერხებს. მან პირველმა შეიმუშავა (1931) საყრდენი კედლის კვეთის პირდაპირი გათვლის ფორმულები. იგი ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ნაგებობათა სტატიკაში. სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-გვ.228; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.258-259

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: