Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მუხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1916 წელს. 1923-1931წწ. მუშობდა ზაჰესისა და სხვა ობიექტების მშენებლობაზე; 1933-1942წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1928-1961წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის, 1961-1963წწ. მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე; 1946-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სამშენებლო მექანიკის კლასიკურ საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად იგი იყენებდა ანალიზურ და გრაფოსტატიკის ხერხებს. მან პირველმა შეიმუშავა (1931) საყრდენი კედლის კვეთის პირდაპირი გათვლის ფორმულები. იგი ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ნაგებობათა სტატიკაში. სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-გვ.228; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.258-259 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |