შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ბარნოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა ახმეტის რაიონში, საგარეჯოში, გორში, რესპუბლიკურ სანეპიდსადგურში ექიმ–ეპიდემიოლოგად; მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი; ა. ბარნოვი იკვლევდა ძველი თბილისის ისტორიას; იგი პოეტ იეთიმ გურჯის ახლო მეგობარი იყო; 1960 წელს მისი ინიციატივით და მწერალთა კავშირის დახმარებით პოეტის საფლავზე დაიდგა ძეგლი, 1968 წელს პოეტის ნეშთი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს; ა. ბარნოვმა შეადგინა იეთიმ გურჯის ლექსთა კრებული, რომელიც გამოიცა ი. გრიშაშვილის, მეორედ ი. აბაშიძის რედაქციით; მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა იოსებ გრიშაშვილთანაც, იყო გიორგი შენგელაიას 1969 წლის ფილმ "ფიროსმანის" კონსულტანტი; ამავე ფილმში ასრულებს ეპიზოდურ როლს. ავტორია წიგნებისა: "ჭიდაობა ძველ თბილისში", "ძველი თბილისის მუსიკოსები". არის ძველი თბილისის ყოფის მკვლევარი, ექიმ–ეპიდემიოლოგი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.331 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |