შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უშანგი იმერლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (თეატრალური დეკორაციის ხელოვნება). 1983-1995წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1986-1995წწ. თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები და მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძე "თოვლიანი მთების მელოდიები" (1973), შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის" (1974), "პაემანი ცაში" (1975), "სათაგური" (1976), "ჩემი კეთილი მეზობელი" (1977), "შემინახეთ სიმღერა" (1981), ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა" (1975), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (1975), ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"(1976), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი" (1978), ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო" (1980); ბალეტები: დ. თორაძე "მწირი"(სიმფონია-ბალეტი), ვ. აზარაშვილი "ხევისბერი" (1982), გ. ყანჩელი-ალექსიძე "გალობანი უკვდავებისანი"(1989); ოპერები: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1979), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1983), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1994, ბათუმი), რ. ლაღიძე "ლელა" (1994, ბათუმი); სხვა სპექტაკლები: ვერდი "დონ კარლოსი" (1987), "ოტელო" (1994, ბათუმი), ს. პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული" (1985); თეატრის მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 220 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |