The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევონ ტერ-იოანესიანი

ლევონ ტერ-იოანესიანი
სხვა სახელი:ისეცკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1946  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1915 წელს.

ვოკალურ ხელოვნებას სრულყოფდა იტალიაში პედაგოგ კაბელასთან; 1928 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (შუალედებით); 1922 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) სომხური საოპერო დასის (1923) და ერევნის საოპერო თეატრის(1933) დაარსებაში (ა. შ. მელიქ-ფაშაევთან, შ. მ. ტალიანთან, ა. ბ. დანიელიანთან ერთად); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), გიორგი-მეფე (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", 1926 წელს პირველი დადგმა), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", 1919 წელს პირველი დადგმა), ხევსური (ვ. დოლიძე "ლეილა", 1922 წელს პირველი დადგმა); სხვა რეპერტუარი: სპარაფუჩილე (ვერდი "რიგოლეტო"), კარდინალი (ჰალევი "რაქილი"), მარსელი სენ-ბრი(მეიერბერი "ჰუგენოტები"), მეფისტოფელი (გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ივან სუსანინი(გლინკა "ივან სუსანინი"), ბორის გოდუნოვი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), გრემინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), კონჩაკი (ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), სალიერი, მეფე დოდონი(რიმსკი-კორსაკოვი "მოცარტი და სალიერი", "ოქროს მამალი"), ტარასი(ლისენკო "ტარას ბულბა"), რუბენ, ნადირ-შაჰი (სპენდიაროვი "ალმასტ"); საოპერო მომღერალი, ბანი, ბარიტონი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 228

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1933 - სომხეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: