The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იმერ კავსაძე

იმერ კავსაძე
Date of birth:16 June, 1937  (87 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი 1955 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ა. ჩიჯავაძის კლასი) 1961 წელს.

სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საოპერო სტუდიის სპექტაკლებში; 1961 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, სადაც შეასრულა ალფრედის პარტია ჯ. ვერდის "ტრავიატაში"; 1960-1962 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1962 წელს შეასრულა მალხაზის პარტია ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისში"; 1964 წლიდან იწვევენ ქ. გორკის პუშკინის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში წამყვან სოლისტად, სადაც ასრულებდა ლირიკული ტენორის ყველა წამყვან პარტიას: ჰერცოგი, ალფრედი, კასიო (ჯ. ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ოტელო"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), გრაფი ალმავივა (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), რუდოლფი (ჯ. პუჩინის "ბოჰემა"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ნადირი (ჟ. ბიზეს "მარგალიტის მაძიებელნი"), ლიკოვი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე"), თავადი (ა. დარგომიჟსკის "ალი"), ღვთის გლახა (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), დუბროვსკი (ედ. ნაპრავნიკის "დუბროვსკი") და სხვა; იგი ხშირად იმყოფებოდა გასტროლებზე, გამოდიოდა სსრკ სხვადასხვა რესპუბლიკების საოპერო სცენებზე; საგასტროლო სპექტაკლებით შემოვლილი აქვს, როგორც ყოფილი სსრკ მრავალი ქალაქი, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნები: პოლონეთი, გერმანია, იტალია; 1991 წლიდან იყო ქ. კრაკოვის (პოლონეთი) საოპერო თეატრის სოლისტი, სადაც დებიუტი შედგა ისმაელის პარტიით (ვერდი "ნაბუქო"). შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის ქართული ოპერები: მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ნოშრევანი, ერთაოზი (ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"); ქართული კამერული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი "თეატრალური ნიღბები" (1980, პირველი შესრულება), დ. ტურიაშვილი ვოკალური ციკლი "გაზაფხულზე" (1980); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ტენორის პარტია (ჰაიდნის ორატორია "ჯვარცმული ქრისტე შვიდი სიტყვა"); Foyer des artistes -ის ოქროს მედლის მფლობელი (იტალია, 2003). საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის ძმა, ლირიკული ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 232; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.62 

Awards and Honors

  • 2003 - Foyer des artistes(იტალია) ოქროს მედალი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: