The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაჩეჩილაძე

გივი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1974  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.

მთარგმნელობითი მოღვაწეობა გ. გაჩეჩილაძემ სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის, ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა შესანიშნავი თარგმანებით; ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, 22 წლისამ, თავის ორ დიდ მოძღვარს, შალვა ნუცუბიძესა და ერეკლე ტატიშვილის წარუდგინა ინგლისურად დაწერილი სადიპლომო შრომა ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაზე. ამ შრომის ქართული ვარიანტი 1928 წელს უნივერსიტეტმა დასტამბა შ. ნუცუბიძის რედაქტორობით. გ. გაჩეჩილაძის რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე; გარდა მთარგმნეობითი მოღვაწეობისა იგი ცნობილია როგორც თარგმნის თეორიის აღიარებული თეორეტიკოსი. ამ მიმართებით, მის კალამს ეკუთვნის შემდეგი გამოკვლევები: "მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები", "რეალისტური თარგმანის პრობლემა"(1959); "მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი"(1966), "წერილები ინგლისურ ლიტერატურაზე "შექსპირიდან გოლზუორთიმდე"(1967), "მხატვრული თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობანი"(1972). ეს უკანასკნელი 1972 წელს გამოიცა მოსკოვში და თარგმნილია უცხო ენებზე. 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ისტორიის კურსსა და თარგმანის თეორიას; 1962 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგეა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1962).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გოლზუორთის ფორსაიტების ქრონიკები", დაიცვა 1941 წელს.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002.- გვ.369; shakespeare.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: