შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჭითანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის (დარგობრივი ეკონომიკის) განხრით 1968 წელს; სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის კოლმეურნეობის წევრი, ცეკავშირის N5 სამშენებლო სამმართველოს ზუგდიდის უბნის ბრიგადირი, საქართველოს ალკკ ზუგდიდის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი, მეორე, პირველი მდივანი, საქართველოს კპ ზუგდიდის რაიკომის მდივანი, ზუგდიდის სამრეწველო ზონის პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტ განათლების სახლის კონსულტანტი, საქართველოს კპ პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1970-1990წწ. საქართველოს კპ სენაკის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი (სოფლის მეურნეობის დარგში), რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სატყეო მეურნეობის მინისტრი; 1993-2004წწ. სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2004 წლიდან იმყოფება პედაგოგიურ სამუშაოზე; 2013-2022წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო-კვლევის სფერო: 1. გლობალიზაცია და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები; 2. სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემები; 3. საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 150 -მდე სამეცნიერონაშრომის ავტორი, მათ შორის 15 მონოგრაფია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.438; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.396 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |