შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრანც კესნერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბერლინი. ბერლინის მუსიკალური აკადემიის პროფესორი; 1881 წელს ჩამოსული იყო საგასტროლო მოგზაურობით, იქორწინა უკრაინელ ქალბატონზე და დასახლდა თბილისში; ფრანც კესნერი იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო), 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი; თბილისში დააარსა პროფესიული სიმებიანი კვარტეტი (ვ. ვილშაუ - ვიოლინო, ა. პოლივკა - II ვიოლინო, ვლ. სემიგალოვი - ალტი, კ. მინიარი - ჩელო), რომლებიც თავდაპირველად ოთხშაბათობით მის სახლში იკრიბებოდნენ, შემდეგ, კი პროფესიული კვარტეტის სახე მიიღო; თბილისის პირველი ინსტრუმენტული ანსამბლი (კვარტეტი, ტრიო, დუეტი) დამაარსებელთაგანი და მონაწილე; დააარსა აგრეთვე პირველი კამერული ორკესტრი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მათ შორის მეუღლესთან, ნადეჟდა ივანეს ასულ კესნერთან ერთად, რომელიც იყო დ. ა. უსატოვის მოწაფე და ფლობდა შესანიშნავ სოპრანოს; შალიაპინის საქართველოში ყოფნის პერიოდში ნ. ვ. კესნერი მუდამ მისი პარტნიორი იყო სცენაზე; მოწაფეები: მ. კამოევა, ა. ანისიმოვა, ლ. გაბრუზოვა; ქალაქის მმართველობამ მიანიჭა მემკვიდრეობითი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და ოქროს მედალი; დ. კესნერის პაპა; საქართველოში მოღვაწე გერმანელი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 248
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |