The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ჯადუგიშვილი

ნიკო ჯადუგიშვილი
Legal name:ნიკოლოზ ჯადუგიშვილი
Date of birth:23 April, 1942
Date of death:10 May, 2017  (at 75 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტი 1964 წელს.

1964 წელს მიიწვიეს საქართველოს  საესტრადო ორკესტრ "რერო"-ში სოლისტად. ასრულებდა ისეთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების  სიმღერებს, როგორებიც არიან: გიორგი ცაბაძე, შოთა მილორავა, ეთერ ჭელიძე, ნოდარ გიგაური, ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარგარიტა ჩხეიძე და სხვ. მის რეპერტუარში შედიოდა  აგრეთვე რუსი და საზღვარგარეთელი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერები. 1968 წელს მონაწილეობდა სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. 1971 წელს შეიქმნა დუეტი ნიკო ჯადუგიშვილის და ეთერ კაკულიას მონაწილეობით. მათ მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია ი. ბუკიას  "თოვლი მოსულა", ე. ჭელიძის  "აღმართი", ჯ. სეფიაშვილის "სანთლები", ნ. დუღაშვილის  "დამიბრუნდი". იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი,  თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1992 – გვ. 51-52; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: