შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კირვალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს. 1957 წელს ბ. დარახველიძის მიწვევით (ანსამბლთან ერთად) წარმატებით იმოგზაურა ბრიუსელში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე.1958 1987წწ. წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე; წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. განსაკუთრებით გამოირჩევა მის მიერ შესრულებული ცეკვები: "ქართული", "სამაია", "ხევსურული", "ხომლი", "ხაბარდა", "ხონგა", "წყაროსთან", "აჭარული", თინათინის პარტია ი. სუხიშვილის მიერ დადგმულ "ქაჯეთის ციხის აღებაში" და სხვ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფესიონალური ოსტატობოთ, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. 1985–2015წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261; სუხიშვილები: facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |