Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კირვალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს. 1957 წელს ბ. დარახველიძის მიწვევით (ანსამბლთან ერთად) წარმატებით იმოგზაურა ბრიუსელში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე.1958 1987წწ. წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე; წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. განსაკუთრებით გამოირჩევა მის მიერ შესრულებული ცეკვები: "ქართული", "სამაია", "ხევსურული", "ხომლი", "ხაბარდა", "ხონგა", "წყაროსთან", "აჭარული", თინათინის პარტია ი. სუხიშვილის მიერ დადგმულ "ქაჯეთის ციხის აღებაში" და სხვ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფესიონალური ოსტატობოთ, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. 1985–2015წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261; სუხიშვილები: facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |