Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბატონიშვილი![]()
Biographyერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ საუფლისწულოდ მიიღო არაგვის საერისთავო, აქტიურად მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში მხარს უჭერდა ძმებს იულონს და ფარნაოზს, ოპოზიციაში ედგა უფროს ძმას გიორგის. 1802 წელს რუსთა წინააღმდეგ თავადაზნაურთა გამოსვლის პერიოდში რუსებმა შეიპყრეს და დარეჯან დედოფალთან ერთად ავლაბრის სასახლეში დაატუსაღეს. 1803 წლის თებერვალში სამეფო სახლის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გაასახლეს. მან განაახლა კანონმდებლობა არაგვის საერისთავოსათვის "განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა" და სხვ. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე მისმა ეპისტოლურმა მემკვიდრეობამ. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |