შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო ზაზიაშვილი![]()
ბიოგრაფიასპეციალური განათლება არ მიუღია. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. ქართული რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. განიცდიდა გიგო გაბაშვილის გავლენას. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში. შექმნა ქართველი კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიორგი ზაზიაშვილის მიერ შესრულებული (ზაქარია ჭიჭინაძე, 1909; იოსებ იმედაშვილი, 1910 და სხვ.). ჟანრული სურათებიდან საინტერესოა "დევრიში" (1911), "ღვინის გამყიდველი" (1912), "ებრაელი" (1919), "მეწისქვილე" (1915) და სხვ. მოხატა ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. გიორგი ზაზიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ნიკო–ფიროსმანაშვილის სახლ–მუზეუმში. მისი ყველა ნამუშევარი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, თვითნასწავლი მხატვარი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.480; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |