შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი I![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე 1389-1392წწ. ბაგრატ I ერისთავის ძე; გიორგი I-ის გამეფების დროს იმერეთის, მ. შ. ქუთაისის, ზოგიერთი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ საქართველოს მეფეს ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრეს გიორგის ეჭირათ; გურიის, ოდიშისა და სხვა მთავრებიც მათ მხარეზე იყვნენ და გიორგი I-ის მეფობას არ ცნობდნენ; გიორგი I-მა მოახერხა აღნიშნულ ციხესიმაგრეთა დაკავება; 1390 წელს გიორგი I-მა აფხაზთა კათოლიკოსად არსენი დასვა და ამით სასულიერო ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა; 1392 წელს ოდიშის მთავრის ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა; თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |