შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს. იყო დ. კაკაბაძისა და ს. ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: "ქართული ხალხური ცეკვები" (1957), "ქართული ხალხური სიმღერები"(1959), "ქართული ხალხური თამაშობანი" (1960), სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი (ყველა შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი). წარმატებით მუშაობდა ფერწერაში; მასვე ეკუთვნის ნ. გილიენის ლექსების ილუსტრაცია (1961) და სხვა. მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 წელს გამოსცა ალბომი "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში". გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.492 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |