შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950-1953წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1953-1956წწ. საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ლექტორი; 1956-1957წწ. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მათემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი; 1966-1991წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიორო სემინარს "ფუნქციათა თეორია"; 1985-1991წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყოფილების გამგე. ო. წერეთელის სამეცნიერო ინტერესებს განეკუთვნებოდა ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, აბსტრაქტული ჰარმონიული ანალიზი, ზომის თეორია. ო. წერეთელის მიერ შემოღებულ იქნა Zp კლასები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მის მიერ შექმნილ ფუნქციათა მეტრიკულ თეორიაში. მან ფუნდამენტური შედეგები მიიღო შემდეგ საკითხებში: შეუღლებული და ჰარდი-ლიტვულდის მაქსიმალური ფუნქციების მეტრიკული თვისებები, შიდა ანალიზური ფუნქციების თვისებები, ბორელის არაუარყოფითი ზომის ჰილბერტის გარდაქმნის განაწილების ფუნქციები, ფურიეს მწკრივთა უპირობოდ კრებადობა, A-ინტეგრალი და ფურიე (A) მწკრივი, და სხვა. მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია 44 სამეცნიერო ნაშრომში, როგორც სამამული ისე საზღვარგარეთის რეიტინგულ ჟურნალებში. მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1982). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |