შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ლავროვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1960 წელს. 1961 წლიდან იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; დებიუტი, ფილიპი (ასაფიევი "პარიზის ალი"); 1982–1984წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული დადგმები: დ. თორაძე, ტელეფილმი სიმფონია–ბალეტი "მწირი", დამდგმელი ქორეოგრაფი და მთავარი პარტიის შემსრულებელი (1977, პრემიერა სსრკ ცენტრალურ ტელევიზიაში), გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი"(1984, საბალეტო ვერსია); სხვა რეპერტუარი: გრაფი ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), პრინცი ზიგფრიდი, მაკნატუნა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), რომეო (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ფრონდოსო(კრეინი "ლაურენსია"), ბაზილი, სოლორი(მინკუსი "დომ კიხოტი", "ბაიადერა"), სპარტაკი (ხაჩატურიანი "სპარტაკი"), მაჯნუნი (ბალასანიანი "ლეილი და მაჯნუნი"), ვლადიმირი (ეშპაი "ანგარა"); ბალეტის ცნობილი მოცეკვავეების ლ. ლავროვსკისა და ე. ჩიკვაიძის ვაჟიშვილი და მოწაფე; ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 276; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |