The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი VIII (საქართველოს მეფე)

ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე 1446-1466წწ., კახეთისა(კახეთში - გიორგი I) —1466-1476წწ., ალექსანდრე I დიდის ძე; მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი; თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო; დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა; ჩიხორის ბრძოლაში(1463) გიორგი VIII დამარცხდა; 1465 წელს სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო; ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 წელს თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა; ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 წელს იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას; გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა; ქართველი ელჩები ეწვივნენ რომის პაპს, საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს(1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს(1461-1483), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს; გიორგი VIII-ის ერთ-ერთი ასული ბიზანტიის იმპერატორზე იყო დანიშნული, მაგრამ 1453 წელს თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ ეს გეგმა ჩაშალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.22


გააზიარე: