The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ლემეშევი

დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1977  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტაროე–კნიაზევო.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1925 წელს(ვოკალური). 

1924–1926წწ. მუშაობდა მოსკოვის საოპერო სტუდიაში(ხელმძღვანელი კ. ს. სტანისლავსკი); 1926–1928წწ. სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი(ლირიკული ტენორი); 1929–1931წწ. თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1959–1961წწ. მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი; გადაღებულია დოკუმენტურ კინოფილმში "სერგეი ლემეშევი"(1961); რეპერტუარი თბილისის საოპერო სცენაზე: პინკერტონი, რუდოლფი(პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ჯერალდი(დელიბი "ლაკმე"), ჰერცოგი, ალფრედი(ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ლორდი ბილი(იურასოვსკი "ტრილბი"), ლენსკი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", ლენსკის პარტიის საუკთესო შემსრულებელი), სინ ბი უ(კაბალევსკი "ნიკიტა ვერშინინი" პირველი შემსრულებელი); საოპერო დადგმები: მასნე "ვერთერი"(1957, მოსკოვი); როლები კინოფილმებში: ფილმი–სპექტაკლი "დუბროვსკი" – ვლ. დუბროვსკი(1961, რეჟისორი ვ. გოლოვინი), ფილმი–ოპერა "დემონი" – თავადი სინოდალი(1960, რეჟისორი ვ. გოლოვინი), ფილმი–სპექტაკლი "Концерт мастеров искусств" – გერმანი(1952, ნაწყვეტები ოპერიდან "პიკის ქალი", რეჟისორი ა. ივანოვი, გ. რაპოპორტი); გახმოვანებული აქვს: "მოცარტი და სალიერი"(1940, რეჟისორი ვ. გორიკკერი), ანიმაციური ფილმი "კვარტეტი"(1947, რეჟისორი ა. ივანოვი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 284

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1941 - სტალინური პრემია

გააზიარე: