The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1712
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1786  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშფი, მეცენატი, ქველმოქმედი, ვახტანგ VI-ის ძე; 1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში; აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც; რუსეთ-შვედეთის ომის(1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა; თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში(1741-1748), შვიდწლიან ომში(1756-1763); ბაქარის გარდაცვალების შემდეგ(1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშენებლო საქმიანობა გაშალა; პრესნიაზე, ქართულ დასხლებაში მთავარმოწამე წმინდა გიორგის საყდარი ააგო; მოსკოვში მის სასახლეში თავს იყრიდნენ რუსეთის, ევროპის და საქართველოს მოღვაწენი; სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლესიო ინვენტარს და სხვა საჩუქრებს; მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, 1785 წელს უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი(ოქროთი); ამის აღსანიშნავად უნივერშიტეტის შენობაში 100 წელზე მეტხანს იყო გამოკრული მისი მოსახსენიებელი დაფა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა ნინოს ორდენი (პორტუგალია)
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: