შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ლომინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(გუნდის–დირიჟორობა). 1982–1986წწ. სწავლობდა ქ. ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო–სადირიჟორო განყოფილებაზე; 1987 წლიდან იყო ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში არსებული ქალთა გუნდის მომღერალი; 1995 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(სპეციალური საგნები), 1997 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების გამგე; ამავე წლიდან, აქვე მოსწავლეთა შერეული გუნდის დირიჟორი; 2013 წელს დააარსა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ქუთაისი"; 2014 წლიდან ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი, 2015 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; არის ფესტივალის მონაწილე "შემოდგომის თბილისი"(2009); კონცერტები თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში(2004), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში(2005); რეპერტუარი: ქართული საგუნდო მუსიკა, განსაკუთრებით ი. კეჭაყმაძის ნაწარმოებები; ქორმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |