შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა იამანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის "დინამოსა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; თბილისის "დინამოს" 1960–იანი წლების პირველი ნახევრის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 300 მატჩი (66 გოლი, სსრკ ჩემპიონი (1964), და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967). სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეყვანილი იყო სამჯერ; 1968-1971წწ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სამმართველოში უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სათბურმშენის" უფროსად; მიუხედავად ხანმოკლე საინჟინრო კარიერისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; მონაწილეობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის, სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობაში; დიდი წვლილი შეიტანა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია "სათბურმშენის" შექმნა-ჩამოყალიბების საქმეში; ხელმძღვანელობდა კრწანისისა და კუმისის სასათბურე მეურნეობისა და არაერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.556; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.258 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |