შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია ტოროშელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების - "ბრძოლისა" და "კავკაზსკი რაბოჩის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1921-1922წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 1922-1924წწ. ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე; 1928-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი; 1931-1936წწ. საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934-1935წწ. მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; 1936-1937წწ. განათლების სახალხო კომისარი. დახვრიტეს 1937 წელს. პარტიული და საბჭოთა საზოგადო მოღვაწე. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |