შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს. 1945 წლიდან მუშაობდა პრესაში; იყო გაზეთ "მოლოდოი სტალინელის" განყოფილების გამგე, "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1949–1952 და 1964–1976წწ. – გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი; მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძველი სახელწოდება "ფიზკულტურელი" და დაერქვა "ლელო"; 1953–1955წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა ფართო წრეებში; 1961–1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. ავტორია წიგნებისა : "თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), "მეხიკო, მეხიკო" (1972) და სხვა. გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი "სტუდენტები". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.578; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 473 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |