The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქართველიშვილი

გიორგი ქართველიშვილი
Date of birth:1827
Date of death:1901  (at 74 years)
Burial location:დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
Category:Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1883-1885წწ. გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ დროებას; იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში; თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას; 1881-1882წწ. ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა; წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიხაი ჩიზი; 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა; კომისიის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იუნა მეუნარგია; წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები(სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები; ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა"; ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას საჩუქრად გადასცა; მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი  ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას; 1880-188წწ. ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია; 1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია(დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით); მისი დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი; ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს; ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.1

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი, ხაზინადარი

Awards and Honors

  • რუსეთის იმპერიის საპატიო მოქალაქე

Share: