The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ლომიაშვილი

დაბადების თარიღი:18 მარტი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (გუნდის დირიჟორობა).

1968-1970წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი კ. პტიცა, პარალელურად, იყო სსრკ რადიო-ტელევიზიის გუნდის მთავარი ქორმაისტერის ასისტენტი; 1970-1977წწ. იყო საქართველოს მუსიკალურ ქორეოგრაფიული გუნდის ქორმაისტერი და დირიჟორი; 1977-2003წწ. ნ. სულხანიშვილის სახელობის საგუნდო კაპელის დირიჟორი და ქორმაისტერი; 1977 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორი, ფაკულტეტის პედაგოგი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ნ. ჭიხინაშვილი, რ. მორჩილაძე, მ. ფარესიშვილი; ქართული რეპერტუარი: ი. კეჭაყმაძე "ფშაური იდილიები" (1972, პირველი შესრულება), a cappella ციკლიდან "ამერ-იმერი" 3 გუნდი (1982, პირველი შესრულება), გ. ჩლაიძე "ხუთი მწუხარე სიმღერა" (1982, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენი "ფიდელიო" (1974, საკონცერტო შესრულება).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.416

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: