შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდიჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1947 წელს, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს(სამშენებლო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს(საკომპოზიტორო). 1939-1945წწ. იყო ფინეთისა და სსრკ-გერმანიის ომის მონაწილე; 1952-1953წწ. ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის კომპოზიტორი, 1953-1967წწ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის მხატვრული თვითშემოქმედების სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი(თეორიული საგნები); 1956-1959წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1959-1961წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი(დირიჟორობა, თეორიული საგნები), 1970 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი, 1972-1978წწ. პრორექტორი; მოწაფეები, ქორმაისტერები: ა. ერქომაიშვილი, ბ. თოიძე, გ. მუჯირი, თ. ანდღულაძე, გ. მუნჯიშვილი, ე. სანაძე, ა. მამაცაშვილი, კომპოზიტორები: თ. ბაკურაძე, ჯ. ბეგლარიშვილი, რ. კაჟილოტი, ზ. ხაბალოვა, ვ. ჭკადუა, მუსმცოდნეები: დ. რუხაძე, რ. ქუთათელაძე, მ. ჭოღოშვილი; დააარსა და ხელმძღვანელობდა: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურ ანსამბლს "მოტეტი", "გორდელა"; თხზულებები: სიმებიანი კვინტეტი(1952), საფორტეპიანო პრელუდია(1953), საფორტეპიანო "ვარიაციები"(1956), გუნდები: "მუმლი მუხასა"(ქართული ხალხური სიმღერა. დამუშავება შერეული გუნდისათვის(1966)), "ფოთოლს უყვარს"(1970), "საქართველოს მთებზე"(1970), "ია" ქალთა გუნდისათვის(1971); მუსიკალურ დრამატული სპექტაკლები: "მირანგულა", "ახალგაზრდა მასწავლებელი", "ქარიშხლის წინ"(ქუთაისის დრამატული თეატრი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 290; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.425-426 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |