შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეპიფანე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210-1220 წლებში. 1218 წელს მისივე შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და თვით ანისის ქართველ მართლმადიდებელთა ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ეპიფანემ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები. მოაწესრიგა ანელ სასულიერო პირების და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რომელიც წარმოიშვა საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახალი ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218). მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება, რომლის ყდაზეც გამოხატულია თვით პატრიარქი ეპიფანე. თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.29
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |