შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს. 1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გენერალური მდივანი, პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე გადაცემების: "+ და -" და "ტელე-კატალოგის" წამყვანად; 1995-1996წწ. წლებში ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის ჰეპატოლოგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1997-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2004 წელს გაიარა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (სტრასბურგი) სრული კურსი პოლიტოლოგიასა და პოლიტეკონომიაში; 2004-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე; იმავე პერიოდში იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; 2007 წლიდან შპს "პროდიუსერული ცენტრი GameTV"-ის დირექტორი და პროექტის "რა? სად? როდის" ავტორი და წამყვანი; 2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსი დრამატული სერიალების პროდიუსირების მიმართულებით; 1991 წლიდან საქართველოს კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი; 2011 წლიდან დავოსის ეკონომიკური ფორუმის The Global Shapers Community-ს საქართველოს ჰაბის დამფუძნებელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |