შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ჯაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი" 1998 წელს და მიიღო ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია; 2003-2005წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი; 2011 წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში. 1998 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; 1997-1999წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს მოწვეული სპეციალისტი; 1999-2000წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი; 2003 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი; 2007-2011წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი; 2011 წელს მსოფლიო ბანკი (The World Bank), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს West-Eart AIDS Foundation, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2012წწ. PricewaterhouseCoopers და კურაციო, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS), დამოუკიდებელი ექსპერტი; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), დამოუკიდებელი ექსპერტი; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი (The Global Found), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2016წწ. დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012-2014წწ. საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. ააიპ "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015 წელს გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNDP, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNWOMEN; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟრიტარი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |