The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ერისტოვი

ბესარიონ ერისტოვი
ოფიციალური სახელი:ბესარიონ ერისთავი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1975  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1928 წელს.

მონაწილეობდა რიონჰესის, დნეპრჰესი I-ის, ნოვოსიბირსკის ჰესის, ხრამჰესის, დნეპრჰესი II-ის და თურქმენეთის მთავარი არხის  მშენებლობაში. 1963 წლიდან იყო მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება უმთავრესად ჰიდროტექნიკური მშენებლობის საკითხებს. თანამშრომლობდა "თბილჰიდროპროექტთან", "საქჰიდროენერგომშემთან" და ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკური დანადგარების საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. II მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკ-ინჟინერი, პროფესორი(1963), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970). ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - რუსეთის დამსახურებული მშენებელი
  • 1951 - სტალინური პრემია
    ხრამჰესის მშენებლობისთვის

გააზიარე: