შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს; სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს. 1948 წლიდან მსახიობად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია გეგელა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ოსიკო (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ბები (ი. ფუჩიკის" ადამიანებო იყავით ფხიზლად") და სხვა. რუსთაველის სახელმწიფო თეატრში დადგა რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი", ი. შტოკის "ღვთაებრივი კომედია", ა. ჩხაიძის "დაბრუნება" და "სამიდან ექვსამდე". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში. წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 96 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |