Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ ანფიმოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სევსკი, ორიოლის გუბერნია(რუსეთი). დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი; პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ორენბურგში; იყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი; 1885-1892წწ. პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1892-1894წწ. განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას; 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას; 1920 წელს იგი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო; ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის; თბილისში ყოფნის დროს გამოაქვეყნა 10 შრომა, აქედან ერთი ქართულად, რომელიც დაბეჭდა ჟურნალ "ჩვენს მეცნიერებაში"; იკვლევდა თავის ტვინის ტრამვებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს; მან გაამდიდრა ნევროპათოლოგია და ფსიქიატრია რიგი ახალი აღმოჩენებით; ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.54 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |