The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კომანდო გოგელია

კომანდო გოგელია
ოფიციალური სახელი:გიორგი გოგელია
სხვა სახელი:კომანდო ორგეიანი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1924  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია; ლოზანაში (შვეიცარია) აგრონომიული ფაკულტეტი; სწავლობდა ქ. ნანსის აგრონომიულ სასწავლებელში 1897 წლიდან; ჟენევის უმაღლეს სასწავლებელში ისმენდა ლექციების კურსს ქიმიაში.

იყო უცხოეთში დიდი რევოლუიური წრეების მონაწილე და პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის; თავის მეუღლესთან ერთად, ჟენევაში რედაქტორობდა ანარქისტების პარტიულ ორგანოს "ხლებ ი ვოლიას", რომელშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი ანარქისტები პეტრე კროპოტკინი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და ლუიჯი ბერტონი; რუსეთის პირველი რევოლუციის დროიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო ანარქისტებს შორის და აქედან მოყოლებული, თებერვლის რევოლუციამდე რედაქტორობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობდა მიტინგებსა და დისკუსიებში, კითხულობდა ლექციებს; 1905 წლის რევოლუციის დროს ჩამოვიდა სამშობლოში, სოხუმსა და თბილისში ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას, რედაქტორობდა "ნობათს" და "მუშას", მაგრამ მალე მთავრობისაგან დევნილმა ისევ ევროპას შეაფარა თავი; იგი ინგლისში დაუკავშირდა პ. კროპოტკინსა და ვ. ჩერქეზიშვილს, გამოაქვეყნა შრომები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - "როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციონერული სინდიკალიზმი?" ( პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით); 1921 წელს მძიმე ავადმყოფი ჩამოვიდა საქართველოში; ცხოვრობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ქობულეთში, სიცოცხლე დაასრულა ფსიქიატრულ საავადმყოფოში. რევოლუციონერი, ანარქისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.106; ანარქისტული ბიბლიოთეკა - Georgian Anarchist Laibtary - ს პორტალი: a-library.org ; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.629

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: