შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იონა ვაკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაკე, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები 1920 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი "გურია" 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ "მხედარში", ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს; აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია მისი ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები; განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", რომელიც 1933 წელს დაიდგა კ. მარჯანიშვილის თეატრში; ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: "შამილს", "გიორგი სააკაძეს", "რვალს", "ხელაშვილის ოჯახს"; მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 136 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |