შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია კომახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937–1940წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი; 1946–1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; შეისწავლიდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მეუღლე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1948). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.607; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980 .-599; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |