The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიშა კოსტავა

გრიშა კოსტავა
ოფიციალური სახელი:გრიგოლ კოსტავა
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1907
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1979  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში (1924–1928, 1931–1934, 1955–1956); იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი(1928–1931, 1935–1945, 1956–1979). წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. როლები: იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გაიოზი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შამილი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა. 1934-1940 წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. იმავდროულად, 1936–1938წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის პირველ პროფესიულ თოჯინების თეატრს ("ტიკინების თეატრი"). გადაღებულია ფილმებში "ქალიშვილი გაღმიდან" (ჯაშუში), "ნინო" (არჩილი), "ბაში–აჩუკი" (ფარნა), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მოსამართლე, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი, 1959), "ღიმილის ბიჭები" (მღვდელი, ორივეს რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969) და სხვა. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.611; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 186

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: