შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს. 1922-1924წწ. მუშაობდა სოფლის ექიმად თელავის რაიონში; 1924-1932წწ. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1932-1940წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად ეგრეთწოდებულ სახალხო მედიცინის დარგში. ტექსტოლოგიურად დაამუშავა და გამოაქვეყნა ძველი ქართული სამედიცინო წერილობითი ძეგლები: "წიგნი სააქიმო" (1936), "იადიგარ დაუდი" (1938), "უსწორო კარაბადინი" (1940). გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ექიმი იყო, წერდა, ხატავდა, აქანდაკებდა... "ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდა მისი მოთხრობები: "კეთროვანთა ზღაპრები", "გოჩმანა", "მიმქრალი ჩრდილები". ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |