შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1924 წელს; გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის ქიმიური განყოფილება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ქიმიის კათედრებს სხვადასხვა ინსტიტუტში; 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრას; 1936-1939წწ. იყო თბილისის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; მისმა შრომებმა ტრიქსოტროპიული გელების სტრუქტურისა და თვისებების შესახებ, მის მიერ წამოყენებული ლაბების კლასიფიკაციამ და სხვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოლოდიური ქიმიის განვითარებაში; მან გამოაქვეყნა ორმოცდაათზე მეტი ნაშრომი ჩვენში და უცხოეთში; იგი როგორც კოლოდიური ქიმიის თვალსაჩინო სპეციალისტი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქიმიკოსთა შორის. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1929 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.202 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |