The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მჭედლიშვილი

ივანე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1872
გარდაცვ. თარიღი:1933  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სახელობის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო, საქალაქო და ტექნიკურ სასწავლებლებში.

ქართულ ხალხურ მომღერალთა გუნდის ერთი მესვეური. სცენისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოიჩინა, მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში. დიდ სცენაზე პირველად გამოვიდა "ვასილიევის ბაღში", შემდეგ ალ. ნებიერიძის დასში. 16 წლისა გახდა ქართული დრამატული დასის წევრი, სადაც 20 წელი იმსახურა. ასრულებდა უმთავრესად დრამატულ როლებს: ლაერტი  "ჰამლეტი", კარლ მოორი ("ყაჩაღები"), მანასე ("ურიელ აკოსტა"), ლევან ხიმშიაშვილი ("სამშობლო"), პეტუა ("ციმბირელი") და სხვ. თბილისის დრამატულ დასთან ერთად წარმოდგენებს მართავდა საქართველოს დაბა-სოფლებში. 1897 წელს სანდრო კავსაძის ლოტბარობით შეადგინა ქართული ხალხური სიმღერების გუნდი, რომლითაც მოიარა მთელი საქართველო სოხუმამდე და ბაქომდე, რითაც ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას შეუწყო ხელი და 30-მდე ქართული ხალხური სიმღერა გაავრცელა. წერდა მოთხრობებს ("კვალი", "ივერია", "თემი", "თეატრი და ცხოვრება") და პიესებს. მას ეკუთვნის პიესები: "ქორწინება სოფლად" (ქართული ოპერეტა), "საკიჭიკმაჭიკო", "ქადაგი სოლომანა", "რევოლუცია და პოლიციელები" და "ყაჩაღი ქიარიმა" (ითარგმნა თურქულ ენაზე). მოღვაწეობდა ისეთ კორიფეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: შალვა დადიანი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ბაბო ავალიშვილი, მაკო საფაროვა და სხვ. მსახიობების ნინო და ელენე სიბილა მჭედლიშვილების მამა. 1925 წელს გაიმართა მისი შემოქმედების 35 წლის იუბილე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.423; სცენის ოსტატები.-თბ.,1951.-გვ.173


გააზიარე: