The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მაღრაძე

ოთარ მაღრაძე
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს (საფორტეპიანო).

1972 წელს იყო ანსამბლ "ბერმუხას", 1978–1979წწ. ანსამბლ "ოროველას", 1980–1989წწ. ჯაზ–კვარტეტის წევრი; საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის თანამშრომელი; 2000 წლიდან თბილისის მერიის ბიგ–ბენდის, 2002 წლიდან თბილისის დიქსილენდის, 2003 წლიდან ჯაზ–კვინტეტი "ნოსტალგიის" წევრი; ჯაზ–კვარტეტი "თბილისის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი (ო. მაღრაძე – ფორტეპიანო, ო. საგანელიძე – კონტრაბასი, დ. ოძელაშვილი – ფლეიტა, ვ. ფაილოძე – დასარტყამი); 1999 წლიდან ტრიო "თბილისი"–ს წევრი; 1988–2007წწ. სხვადასხვა ჯაზ–ფესტივალების მონაწილე: დონეცკი (1982, 1983), თბილისი (1978, 1986, 1999), სანკტ–პეტერბურგი (1985), მოსკოვი (1986), ტალინი(1987), ზაარბრიუკენი(1988, 1989), სოხუმი, ვარშავა (1989), ჰანოვერი, თბილისი IV(2000), თბილისი VI (2002), ერევანი (2005), ვილნიუსი (2007); ქ. ზაარბრიუკენის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის მონაწილე; თანამშრომლობდა: ცნობილ მუსიკოსებთან - ჩაკა ჰანი, როლანდ ჰანა, ჟან-ლუკ პონტი, უილიამ ლეკონტი; 2010 წელს იყო ლ. ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მონაწილე, ცნობილ ჯაზმენთან, ტენორ-საქსოფონისტ ბენი გოლდსონთან ანსამბლში; 2019 წელს მისი ავტორობით გამოიცა ნოტების ალბომი "რვა ჯაზური კომპოზიცია". 2020 წელს მიუნსტერში (გერმანია) გამართა სოლო კონცერტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პიანისტი, ჯაზის მუსიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 592

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქ. ზაარბრიუკენის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალი, სპეციალური მედალი "საუკეთესო ნამუშევარისთვის"

გააზიარე: