შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს (ვიოლონჩელო), მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი 1981 წელს(კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასი, ასპირანტურა. 1970-1979წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში; 1993-1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი საფრანგეთში მოღვაწეობდა სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან" (ახალი შემადგენლობით - I ვიოლინო გ. მელიქიშვილი); 1996 წლიდან ეწევა სოლო საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქ. ჟერარმერის (საფრანგეთი) რეგიონალურ კონსერვატორიაში (ვიოლონჩელო); ქართული რეპერტუარი: გ. ჯაფარიძე 6 ბაგატელი (1987, პირველი შესრულება), ე. ლომდარიძე ვიოლონჩელოს კონცერტი (1988, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი ვიოლონჩელოს სონატა (1988), კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი (1988), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1(1988), ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(გამოიცა დისკი), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11, თ. შავლოხაშვილი საფორტეპიანო ტრიო; სხვა რეპერტუარი: ბრამსი ორმაგი კონცერტი (ლ. ჩხეიძე ვიოლინო), ბოკერინი ვიოლონჩელოს კონცერტი (თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად), კვარტეტები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი N9 კვარტეტი (1980, პირველი შესრულება თბილისში); გასტროლები: გერმანია, დანია, იტალია; ვიოლონჩელისტი, კვარტეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 304; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდი: m.facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |