შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახი კოსტანტი![]()
ბიოგრაფიაიყო ქართველი მოწამე, მდიდარი და "წარჩინებული ფრიად" ერისთავი. ქველმოქმედებით და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით სახელგანთქმული მოღვაწე. 85 წლისა იყო როცა თბილისის ურჩი ამირას დასასჯელად წამოსული ბუღა თურქის მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეესია ქართლს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერა. ამ დროს, 853 წელს 26 აგვისტოს კოსტანტი კახაჲ და მისი ძე თარხუჯი დაატყვევეს და ქალაქს დაპატრონებულ ბუღა თურქს წარუდგინეს. ამ შემთხვევამ მის სულიერ სიწმინდეზე არ იმოქმედა. თბილისის საპყრობილიდან მან წერილები გაუგზავნა მეუდაბნოეებს და მონასტერთა მამასახლისებს თხოვნით – მისთვის ელოცათ წმინდა მამებს, რათა მას შეძლებოდა ქრისტეს სარწმუნოების ღირსეულად დაცვა. მალე ის სამარაში ხალიფა ჯაფართან გააგზავნეს. ვერც იქ შეძლეს მისი გამაჰმადიანება, რის გამოც 853 წელს 10 ნოემბერს თავი მოჰკვეთეს. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 154
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |