The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი ლანსერე

ევგენი ლანსერე
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1946  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მოსკოვი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პავლოვსკი, რუსეთი.

რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, ცნობილი მოქანდაკე ე. ა. ლანსერეს შვილი. განათლება მიიღო ჯერ სამხატვრო სკოლაში (1892-1896), შემდეგ პარიზში ფ. კოლაროსისთან და რ. ჟიულიანასთან (1896-1899). იყო გაერთიანება "მირ ისკუსტვას"("Мир искусства") წევრი და გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი. 1920–1934წწ. ცხოვრობდა თბილისში. დიდი როლი ითამაშა ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის აღზრდაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. 1922–1934წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1927 წლიდან ფერწერის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა მცხეთის, დავითგარეჯის, შიომღვიმის ექსპედიციებში; იმოგზაურა აჭარაში, სვანეთში. 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩანახატები. ნამუშევრები: "თბილისი, მეტეხი" (1937), "თბილისი, ძველი უბანი", "თბილისი სანაპირო" (ორივე 1932). ე. ლანსერე ქართული მონუმენტურ-დეკორაციული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელია(პანო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი). არის საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი(იოსებ შარლემანთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.167; თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.619

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: