შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით 1837 წელს. თავდაპირველად გაამწესეს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში; აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში; 1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში; იმ ხანებში იგი გაეცნო და დაუახლოვდა მიხეილ ლერმონტოვს; მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა სისხლისმღვრელ ბრძლოლაში გეხონის ტყეში; ყირიმის ომის დროს იგი იბრძვის კავკასიის ფრონტზე; კერძოდ მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში; ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთა მომხდური ძალები; გენერალ ანდრონიკაშვილის ცნობით, ეს ბრძოლა უმთავრესად კ. მამაცაშვილის წყალობით იქნა მოგებული; ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად; მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში; 1877 წლიდან იყო განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი; იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან; აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შეძლო დაემარცხებინა მომხდური, რისთვისაც ნუხელებმა მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: "გენერალ ლეიტენენტ კ. ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის"; 1884 წელს მან ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში; მისი მეგობრები იყვნენ გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი და სხვები; დიმიტრი ყიფიანთან ერთად დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში; ასევე იყო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი; აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე; ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა; რუსეთის არმიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი(1869), საზოგადო მოღვაწე. წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.245-247; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.489 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |