| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მელიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი 1958 წელს. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ა. დოვჟენკოს სახელობის კიევის კინოსტუდიაში; აქ დადგა პირველი ფილმი "უბრალო ნივთი"; 1959 წელს "მოსფილმში" გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმები: "ლეონ კუტიურე" და "წყნარი ნავსადგომი", რომლებითაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადრება; მალე ახალგაზრდა რეჟისორი სამშობლოში დაბრუნდა და 1963 წელს ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმი "თეთრი ქარავანი", რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ჩვენშიც და უცხოეთშიც; ასევე წარმატებით მოიარა ქვეყნის ეკრანები მისმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა "ლონდრემ"; ნიჭიერმა ხელოვანმა დაგვიტოვა მშვენიერი კინემატოგრაფიული ნაწარმოები - კონსტანტინე გამსახურდიას რომანის "მთვარის მოტაცების" მიხედვით; სარეჟისორო მოღვაწეობის პარალელურად წერდა სცენარებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ფილმებს: "ისინიც ადამიანები არიან" (ლ. ტოლსტოის "ომისა და მშვიდობის" ფრაგმენტის მიხედვით, რეჟ. გ. დანელია, 1959), "ვინ მოიგონა ბორბალი?" (თ. აბულაძესთან ერთად, რეჟ. ვ. შრედელი, 1966), "გლადიატორი" (ნ. დუმბაძის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ბ. წულაძე, 1972), "სამკაული სატრფოსათვის" (ა. აბუ-ბაქარის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. თ. აბულაძე, 1972; საკავშირო კინოფესტივალის პრიზი კინოკომედიის ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, 1972). 1969 შეუდგა მუშაობას ორსერიან მხატვრულ ფილმზე "მთვარის მოტაცება" (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით), რომელიც ეკრანზე 1973 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. კინორეჟისორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.265; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

