The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი
ოფიციალური სახელი:ბარბარე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1948  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ცხრაწყარო
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა გიმნაზია.

ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის "სულიკო" გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ "სულიკო" ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელმა 1909 წელს ზესტაფონში დააარსა "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", იყო მისი თავმჯდომარე; საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში გახსნა სკოლა; მას "სულიკოს" საავტორო უფლებისთვის ბრძოლა მოუხდა; 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე ა. მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლის მიერ შესრულებული "სულიკო" წარმოდგენილი იყო როგორც ხალხური სიმღერა, მართალია კომპოზიტორთა კავშირმა დაადასტურა მისი ავტორობა, მაგრამ სიმღერის ავტორი არცერთ სანოტო გამოცემაში არაა მოხსენიებული; "სულიკო" მრავალმა კომპოზიტორმა გადაამუშავა: კ. ფოცხვერაშვილი(გუნდისთვის), ვ. კურტიდი(ფორტეპიანოსათვის), ს. ცინცაძე(სიმებიანი კვარტეტისათვის); მოყვარული კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ., 2015. –გვ.308; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.30


გააზიარე: