შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბახვა ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს. 1953–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში და ავღანეთში; 1973–1979წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1979–1988წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სათბობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1979–1981წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო გაზის კონგრესის მუშაობაში ქალაქ ტორონტოსა (კანადა) და ლოზანაში (შვეიცარია). 1994 წლიდან სააქციო საზოგადოების "საქთხევადგაზის" მთავარი სპეციალისტია. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო საბჭოს 4 მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ნიუ–ორლეანის საპატიო მოქალაქის წოდება და მსოფლიო დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციაციის დიდი ოქროს მედალი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.628; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.345; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |